30 ივნისს ნოჯიხევის N2 ბაღში გაიმართა საზეიმო ღონისძიება „გზა სკოლისაკენ“. გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილმა საკონცერტო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ხობის სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა კირიონი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვეს მათ.