საზეიმო დახვედრა მოუწყვეს დღეს ხობელებმა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ხობელ ნუგზარ წურწუმიას, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ, გულშემატივრებთან ერთად მიულოცეს ხობელ ფალავანს და მის მწვრთნელს მამუკა ყორშიას გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვეს მათ.