ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული ხობის მე-2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი გახდა.
ფინალურ შეხვედრას ნუტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ოგანიზებით განხორციელდა.