საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მიხედვით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები სრულად მიიღებენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა, განცხადება და სხვა საჭირო დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა ჩააბარონ არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე. საყოფაცხოვრებო სუბსიდია კი გაიცემა უფლების წარმოშობის მომდევნო თვიდან.