8 აგვისტოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და ხობის საზოგადოებამ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხობელი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ხსოვნის პატივსაცემად სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია, მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იაკობიმ. 8 აგვისტოს დაღუპულ ხობელ გმირებზე საკუთარი ლექსი წაიკითხა ქალბატონმა მერი აბრამიამ.