საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს გაეთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ანგულ მიქავასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე ხიდების მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 940 000 ლარია.