პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაცია დაიშალა
„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ და საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ შუშანიამ დღეს კოლეგებთან ერთად ოფიციალურად დატოვა პარტია და კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, პარტიის სრული შემადგენლობით - 70 წევრით გადავიდა, რომლის მიზეზად „თავისუფალი დემოკრატების“ შეცვლილი პოლიტიკური შეხედულება დაასახელა.