დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქორეოგრაფიული ანსამბლ „პატარა სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა.
კულტურის სასახლის დიდ სცენაზე „პატარა სუხიშვილების“ მიერ შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
კონცერტი, ცნობილი ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.