1 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შედეგების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად.