✔ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად საკობახიოს უბანში მოეწყობა გაბიონი.
✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44657 ლარია.
✔პირველ მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები”ს თავმჯდომარემ მერაბ ფილიპიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"ს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ჯობავამ და მერის წარმომადგენელმა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მარინე ლაგვილავამ დაათვალიერეს.
✔პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.