პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში ,,მხიარული თამაშები“ გაიმართა, რომელშიც პატარებთან ერთად, მათმა აღმზრდელებმა და მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.