28 აგვისტოს პირველი მაისის ყოვლაწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსში ჩამოაბრძანებენ კიევ-პეჩორის ლავრიდან 80-ზე მეტი დასახელების სიწმინდეს. სიწმინდეების ჩამობრძანება ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ხელშეწყობით განხორციელდა.
მარიამობას, საღამოს 6 საათზე, საეკლესიო კომპლექსში სიწმინდეების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით აღევლინება საზეიმო ლოცვა.