ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, საქართველოს ლ. საყვარელიძის სახელობის ს.ი.პ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პირველადი რგოლებისათვის ჩატარდა ტრენინგი საქართველოში სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის დანერგვის შესახებ.
ცენტრის ხელმძღვანელობის განმარტებით ვაქცინაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო, 10 ვალენტიანი პნევმოკოკური ვაქცინით, რომელიც 2, 3 და 12 თვის ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ვაქცინა ბავშვებისთვის მაღალეფექტური და უსაფრთხოა და იცავს მათ ისეთი მძიმე დაავადებებისაგან, როგორიცაა მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი, ბაქტერიემია და შუა ყურის ანთება.