ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ქართველი პოეტების; ტარიელ ხარხერაულის, ნინო კემულარიას და მამა პეტრე კვარაცხელიას პოეზიის საღამო გაიმართა. ფართო აუდიტორიის წინაშე ცნობილმა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ბეჟან ნადარაია ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.