15 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების ახალი ხიბულის, ქვემო ქვალონის და შავღელეს საბავშო ბაღებს, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“-ს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის კოორდინატორმა ლევან მაქაცარიამ გადასცა პოლონეთის საელჩოს დახმარება.
საჩუქრები ბაღებში შეტანილ იქნა ავეჯის, სათამაშოების, სამზარეულო ინვენტარის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვადასხვა თვალსაჩინოებების სახით.
საჩუქრების გადაცემას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია.