ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. მან სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. პროექტი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა და ის ბიზნესმენის მალხაზ ბასილაიას ინიციატივით დაფუძნდა. მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოში ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული. ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს "ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.