30 ოქტომბერს კულტურის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა დასმა ჯემალ მონიავას ერთმოქმედებიანი კომედიის „ქორწინება განქორწინებით“ პრემიერა წარმოადგინა. ყოფით პრობლემებზე აგებულმა წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რამაზ ლოლუა. მონაწილეობდნენ: სალომე აბაკელია, მანანა შამათავა, მარინე ჯღარკავა, გელა შულაია, ტარიელ ზურაბიშვილი, რეზო თოდუა და რამაზ ლოლუა.