5 ივლისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდა მოხალისემ ირაკლი კვირკველიამ წარმოადგინა, მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროექტის მიზანს წარმოადგენს მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და საქართველოს რეგიონებში მოხალისეობის ერთიანი ქსელის განვითარება. აღნიშნული პროექტის ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.