11 აგვისტოს, „გენეტიკური ვარიაცია საქართველოში-მასალები კავკასიის ისტორიისთვის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში კვლევას, აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორი თეოდორ შური, ისტორიისა და სოციალურ მაცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორი არამ იარდუმიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ შენგელია და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი დავით ჭითანავა აწარმოებდნენ.
გენეტიკური კვლევა დღეს ქ. ხობში, ხეთისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავს მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმ მიგრაციული მარშრუტების შესახებ, რომლითაც ადრეული ეპოქის ადამიანები გადაადგილდებოდნენ დედამიწის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. კვლევის მიხედვით დადგინდება ის დრო და პროცესი, როცა ადამიანები შევიდნენ კავკასიის ტერიტორიაზე და დასახლდნენ საქართველოს ამა თუ იმ მხარეში. კვლევის პროცესში ამ კითხვებს პასუხი ადამიანის დნმ-ს და გენეტიკური კოდების შესწავლით გაეცემა.