ქ. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების ჩართულობით განხორციელდა პროექტი "ჩემი სამეგრელო". მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და სიუჟეტები სამეგრელოზე. ჟიურის მიერ გამოვლინდა ორი გამარჯვებული: სსიპ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა საუკეთესო სიუჟეტისთვის და სსიპ. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლა საუკეთესო პრეზენტაციისთვის. დღეს გაიმართა გამარჯვებული გუნდების პრეზენტაცია. გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ სიგელი და სპეციალური პრიზი. გუნდები დააჯილდოვეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ.