ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან და მწერლებთან.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეები: ელა გოჩიაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ირმა ბერიძე, ლელა ცუცქირიძე, ცოტნე ცხვედიანი, გიორგი შონია და დავით რობაქიძე მკითხველმა გულთბილად მიიღო.
პროექტის იდეის ავტორების მიზანია გაარღვიონ თბილისში მოქცეული კულტურული ჩაკეტილი წრე და რეგიონებს მიაწვდინონ ხმა.