ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა“ პროექტ „პეტიცია და მრჩეველთა საბჭოები - მოქალაქეების ხმის გარანტი თვითმმართველობაში“ ფარგლებში შეხვედრა გამართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და აპარატის უფროსი ლელა შამათავა ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგნიზატორების განმარტებით პროექტის მიზანია: სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის ეფექტური ინსტრუმენტის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა მოქალაქეთა გააქტიურებით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული მრჩეველთა საბჭოების დატრენინგებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით, ადვოკატირების კამპანიის ორგანიზების გზით. სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების მონაწილეობითი მონიტორინგით, პრობლემების გამოკვეთა, რეკომენდაციებისა და ინიციატივების ინიცირება-ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, რომელთა მოგვარებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის სფეროს სამიზნე მუნიციპალიტეტებში და ამასთან, გამოავლენს სხვადასხვა აქტორს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკას, სოციალურ პროგრამებში არსებულ ხარვეზებსა და გადაფარვებს, სოციალური სფეროს გამოწვევებს რეგიონულ დონეზე და ბენეფიციართა არსებულ საჭიროებებს.
საგრანტო პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, UNDP-ის პროექტის დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში/ Fostering Decentralization and Good Governance at the Local Level in Georgia (DGG) ფარგლებში ხორციელდება.