ქ. ხობის მოსახლეობას დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდება
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხობის სერვისცენტრის ინფორმაციით, ქ. ხობში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 12:00 დან 17:00 საათამდე მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება.