საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქ. ხობში ა. შანიძის, ზ. ფალიაშვილის, ი. ჭავჭავაძის, გუბაზ მეფისა და ტერენტი გრანელის ქუჩებზე მიმდინარეობს გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოასფალტება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 597 ათას ლარს, სამუშაოებს ახორცილებს შპს „შარა - გზამშენი პირველი“.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.