ქ. მარნეულში 18-19 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზატორობით ქვემო ქართლის რეგიონში „ძიუ-დოს“ ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეოთხე ტრადიციული გუნდური შეჯიბრი ჩატარდა 1998-99 წწ დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სასომხეთის, უკრაინისა და ჩვენი ქვეყნის 13 რეგიონის ნაკრებმა გუნდებმა. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ძიუდოს ჯგუფის მოსწავლე გიგა ჯაჯავასთვის, მან 81 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა (მწვრთნელ-მასწავლებელი რომან მორგოშია). ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და 10 დღიანი სასწავლო-საწვრთნელი შეკრებით.