ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრიივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხორციელდება ქალაქის ოთხი ქუჩის ჭყონდიდელის, დადიანის, სტალინისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ეზოების მოწყობა ასფალტის საფარით, ასევე პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. სამუშაოებს შპს „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს და სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 127 968 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ქალაქ ხობისა და ქვემო ქვალონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებმა ლევან ქავთარაძემ და ტარიელ ალექსანდრიამ ერთობლივად დაათვალიერეს.