ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ გაძლიერებას, კარიერულ წინსვლას და ჯანმრთელობას. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საყოველთაო კეთილდღეობის მშენებლობის პროცესში. ქალთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თქვენი უფლებების დაცვის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობას. ძვირფასო ქალებო და გოგოებო, მინდა გისურვოთ მეტი შესაძლებლობები, ყოველგვარი წინააღმდეგობების მარტივად დაძლევა და თავისუფალ, ჰარმონიულ გარემოში ცხოვრება!
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე