6 დეკემბერს ასოციაცია „ათინათმა“ მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და თემების წარმომადგენლებთან. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის „გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და ორიენტირებულია ქალთა თანასწორობის ხელშეწყობაზე, მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებასა და თემებში არსებულ სოციალურ და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.
შეხვედრაზე ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა პირველი მაისის, ქვემო ქვალონისა და თორსა-დღვაბის თემებში გამოვლენილ პრობლემებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მომავალში ასოციასიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.