25 ნოემბრიდან მსოფლიო აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
1991 წლიდან ამ კამპანიაში ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და 2800-ზე მეტი ორგანიზაცია. 2009 წლიდან აღნიშნული კამპანია ტარდება ხობის მუნიციპალიტეტშიც. იგი ხორციელდება ამომრჩეველ ქალთა ლიგის ხობის ორგანიზაციისა და სამეგრელოს გენდერული ქსელის (ხელმძღვანელი მ.შულაია) თაოსნობით. სხვადასხვა წლებში აქციებს განსხვავებული სლოგანი ჰქონდათ. წლევანდელი კამპანიის სლოგანი არის „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“. ხობის მუნიციპალიტეტის ბიის თემში აქციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები, სადაც მონაწილეებს დაურიგდათ მაისურები, ფერადი ლენტები, ბროშურები და სხვა თვალსაჩინო მასალა ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით.