ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების ხობის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელე ქალბატონებს შეხვდნენ, 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები გადასცეს. საკრებულოს ბიუროსა და აპარატში მოსამსახურე ქალბატონებს ასევე ყვავილები გადასცეს საკრებულოს აპარატის უფროსმა და აპარატის კოლეგა მამაკაცებმა, მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს 8 მარტი ქალბატონებს და ლამაზ დღეთა სიმრავლე უსურვეს.