სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილეებმა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდი გახსნეს და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 219 ათას ლარი შეადგინა. ხიდის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.