ხობში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს, დაზიანებული ხეებისგან იწმინდება ქუჩები და პარკები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია ამ დრომდე მუშაობს, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს. ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლისა და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა უკვე მიმდინარეობს, დაზარალებულ ოჯახებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.