ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის გამარჯვებული პროექტის ეკო-კლუბის ,,ქუჩის ბიბლიოთეკის" პრეზენტაცია გაიმართა.
დღეიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო გარემოში, მათთვის საინტერესო ლიტერატურა მოიძიონ და გაეცნონ.
პროექტის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს სოცლიაურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი ესწრებდონენ.
პროექტი „ერთად შევქმნათ ჩვენი ქუჩის ბიბლიოთეკა”, მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად დაფინანსდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხობიnews"-ის მიერ, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მხარდაჭერით.