ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრიივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულია, აღნიშნულ შენობაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგო ლამინირებული პარკეტი, შენობის პირველ სართულზე კიბის უჯრედის იატაკისა და კიბის ბაქნები კერამიკო ხაოიანი ფილებით მოეწყო, ასევე შესრულებულ იქნა სამღებრო სამუშაოები, მოეწყო სველი წერტილები, განხორციელდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რის შემდეგაც შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ინდმეწარმე დათო ადამია.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ქვემო ქვალონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა ტარიელ ალექსანდრიამ ერთობლივად დაათვალიერეს.