ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ქვემო ქვალონში არსებული ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს. სკოლის სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ქვემო ქვალონის ადინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი საკრებულოს წევრი ტარიელ ალექსანდრია გაეცნენ.