ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობა, რომელსაც შპს „არქეოპოლისი“ ახორციელებს, აღნიშნულის ფარგლებში ხდება გზისა და სავალი ნაწილის მოწყობა-მოასფალტება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ პირველ ეტაპზე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს სენაკი-ფოთის მაგისტრალზე გზის გაგანიერებისთვის გაბიონების მოწყობა და მოასფალტება.
პროექტი, რომლის ღირებულება 12 მილიონ 495 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება. სამუშაოებზე 250 ადამიანია დასაქმებული.