ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ქვემო ქვალონის ადინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი საკრებულოს წევრი ტარიელ ალექსანდრია და მერის წარმომადგენელი ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანი გაეცნენ. ნატანი მასისაგან გაიწმინდება 4.5-კილომეტრიანი სანიაღვრე არხი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 97777 ლარს შეადგენს.
წელს გიმოზგონჯილში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასევე განხორციელდება ხიდის რეაბილიტაცია.