31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი 220/110 კვ-იანი ქვესადგურის „ხორგა“ მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია SIMENS-ი აწარმოებს.
ქვესადგურ „ხორგა“-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექრტოენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.