25 სექტემბერს, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში.
შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, პოლიციის, „კრედო ბანკის", შპს "ხობი დასუფთავება განათების“, "შავი ზღვის ტერმინალი" და “სოკარ ჯორჯია გაზის” გუნდები მონაწილეობდნენ.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებულისაგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი გახდა, მეორე ადგილი მერიის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შავი ზღვის ტერმინალის გუნდი გავიდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილეები; რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია ესწრებოდნენ.
სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.