24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული შპს „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გუნდი „კოლხეთი” დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი ხობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, რამაზ კიტიას ოჯახის წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა