16 დეკემბერს, ქალაქ ხობში სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა პირველობამ მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, პოლიციისა და "ხობის კოლხეთის ვეტერანები"-ს გუნდები მონაწილეობენ.
ფინალური შეხბვვედრა 17 დეკემბერს, ხობში დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.