17 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ სუდაძე, რომლებმაც საკრებულოს თავმჯდომარესთან მ. ქარდავასთან და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან გ. ქაჯაიასთან ერთად დაათვალიერეს სტიქიის შედეგად დასაფინანსებელი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულება და მიმდინარეობა.