26 აპრილს ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში 2000-2002 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც მონაწილეობდნენ ქუთაისის, მესტიის სენაკის, ქობულეთის, ფოთის, სამტრედიის, ლანჩხუთის, აბაშის, ზუგდიდის და ხობის სასპორტო სკოლის ნორჩი ძიუდოისტები 11 სხვადასხვა წონით კატეგორიაში. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო თასები და სიგელები.