ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ბეატრისა რუსიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრიამ, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.
2017-2018 სასწავლო წელს, სკოლა წარჩინებით, 34 მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 16 ოქროს მედალოსანია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიულოცეს სკოლის წარჩინებით დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ, პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.