ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი მწვრთნელის, ვეტერანი მოჭიდავის სპორტის ოსტატის რომანგულიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონული ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირში გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.