ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ყოფილი მწვრთნელის, ვეტერანი მოჭიდავის სპორტის ოსტატის რომან გულიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირში გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.