2014 წლის 29 ნოემბერს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''ს სასპორტო სკოლაში ჩატარდა სპორტის ოსტატის, რომან გულიაშვილის სახელობის ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 1998-2002 წლებში დაბადებულმა მოჭიდავეებმა შემდეგ წონით კატეგორიებში 26-29-32-35-38-42-46-5-55-60. სულ 45 მონაწილე.
ტურნირს ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დაააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე -მალხაზ კვარაცხელია, ყველაზე ტექნიკური მონაწილე -დავით გვასალია, მაყურებელთა სიმპათია - ბაკურ ქაჯაია. ხოლო რომან გულიაშვილის სახელობის თასი რომან გულიაშვილის ქალიშვილმა ლიკა გულიაშვილმა გადასცა არაერთი ტურნირის გამარჯვებულს ნიკა ყორშიას.