"საპარტნიორო ფონდისა" და მისი შვილობილი კომპანია "რუხის სავაჭრო ცენტრის" მხარდაჭერით ფესტივალი "გზა ერთობისკენ რუხი - 2018" 2 სექტემბერს ჩატარდა, რომელიც რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
შეჯიბრში წყვილთა რბოლა "რუხი გრანპრი-2018" მონაწილეობა 12-მა ლიცენზირებულმა (პროფესიონალმა) ქართველმა ავტო მრბოლელმა მიიღო. პირველი ადგილი შსს სპორტული კლუბის წევრმა დათა ქაჯაიამ, მეორე ადგილი ირაკლი ჩხეიძემ, ხოლო მესამე ადგილი გოგა არჯევანიძემ დაიკავა.
ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით, თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციისა და შსს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ "MIA-FORCE"-ის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრებას წყვილთა რბოლაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს ბიუროსა და აპარატის წევრებთან ერთად დაესწრნენ.