საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
დღის განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საღამოს კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი ბანი და ღამის შოუს ბენდი წარდგნენ.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.