ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.